—

რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს - არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ხალხის, შეასრულეთ რეკომენდაციები თვალთმაქცობის გარეშე

11
რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს - არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ხალხის, შეასრულეთ რეკომენდაციები თვალთმაქცობის გარეშე
მოსასმენად დააჭირეთ

მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ…

მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. ის საბჭოთა რუსეთმა ძალით ჩამოაშორა ევროპას. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰიტლერისა და სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული გამყოფი ხაზების ნარჩენები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირს უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ქართველი ხალხის. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთონ, წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და მათ უნდა შეასრულონ ის მანიპულაციებისა და თვალთმაქცობის გარეშე. მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

წყარო: (ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →