—

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - პროცესს, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვება თავად ყოფილი პრეზიდენტი

10
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - პროცესს, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვება თავად ყოფილი პრეზიდენტი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს.

სხდომაზე იგეგმება მოწმეების, მათ შორის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის დაკითხვა.

პროცესის პარალელურად, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას გამართავენ.

დაცვის მხარემ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დააყენა, რასაც საფუძვლად ცენტრ „ემპათიას“ ეგიდით, სამედიცინო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა დაედო.

(წყარო:   ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →