—

ადვოკატი - მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს

11
ადვოკატი - მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ…

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა კლინიკა „ვივამედისგან“ ელოდებიან ნებართვის გაცემას.

მისი თქმით, კლინიკისგან პასუხი ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →