—

ვისაც სურს სამხედრო სამსახური სტუდენტობისას გაიაროს, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება - ღარიბაშვილი

16
ვისაც სურს სამხედრო სამსახური სტუდენტობისას გაიაროს, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება - ღარიბაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის 4 წლიანი პროგრამა იქმნება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პროგრამის თანახმად, 33 წლამდე ბიჭებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ სტუდენტობისას გაიარონ სავალდებულო სამსახური, 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს ერთი თვე მოუწევთ სამხედრო ბაზაზე ინტენსიური მომზადება. 4 წლის შემდეგ სახელმწიფო მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოხდილად ჩაუთვლის.

"ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე 4 წლის ვადაში, მას შეეძლება ამ პროგრამაში ჩაერთოს. 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლიან იდენტურ ან ძირითად სამხედრო-საბრძოლო მომზადების პროგრამას. პროგრამა 4-წლიანი იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ მათ სამხედრო ბაზებზე მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ, მათ ჩავუთვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოხდილად", - თქვა ღარიბაშვილმა.

(წყარო: მთავარი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →