—

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოუთმენლად ველით, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდება, რათა საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

32
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოუთმენლად ველით, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდება, რათა საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს
მოსასმენად დააჭირეთ

აღმოსავლეთ პარტნიორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა…

აღმოსავლეთ პარტნიორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ პარტნიორების ფინანსური დახმარების საკითხია.

„ვიმსჯელებთ ამ ქვეყნების ძირითად საჭიროებებზე რა შეგვიძლია ამ ქვეყნებისთვის გავაკეთოთ, როგორ გავუწიოთ მათ რაც შეიძლება მეტი დახმარება. ქართველ მინისტრთან განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანაშია გადასადგმელი და ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მოუთმენლად ველით, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდება, რათა ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ მოლდოვაზე.

„შოკირებული ვართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით მოლდოვაში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სხვა შედეგების გამო. რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინის საკითხს და მის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერა“, - აღნიშნა პეკა ჰაავისტომ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

(წყარო:  ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →