—

საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან შესრულდა

73
საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან შესრულდა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან განხორციელდა, რომელმაც თბილისში 136 მგზავრი ჩამოიყვანა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

„ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს.

მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავეგახდება ცნობილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფებაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამსმთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდათბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსყველა სიახლე →