—

ყულარის საჯარო სკოლაში ტრენინგი გაიმართა თემაზე “სამოქალაქო ჩართულობა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების პროცესში”

19
ყულარის საჯარო სკოლაში ტრენინგი გაიმართა თემაზე “სამოქალაქო ჩართულობა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების პროცესში”
მოსასმენად დააჭირეთ

ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის აღსანიშნავად, ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით, ყულარის საჯარო სკოლაში ტრენინგი გაიმართა თემაზე “სამოქალაქო ჩართულობა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების…

ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის აღსანიშნავად, ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით, ყულარის საჯარო სკოლაში ტრენინგი გაიმართა თემაზე “სამოქალაქო ჩართულობა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების პროცესში.”

ტრენინგი ჩაატარა ელნურ ალისოიმ, ნიდერლანდების საელჩოს “ადამიანის უფლებათა ტიტას” (ყოველწლიური ჯილდო ადამიანის უფლებების გამორჩეული დამცველებისთვის) წლევანდელმა გამარჯვებულმა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:

სამოქალაქო ჩართულობის როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში;

 სამოქალაქო ჩართულობის სამართლებრივი ბერკეტები;

 რა ინსტრუმენტები არსებობს სამოქალაქო ჩართულობისთვის საქართველოში / ქვემო ქართლში? (პრაქტიკული მაგალითები);

 სამოქალაქო ჩართულობა დომინანტურ ჯგუფებსა და ეთნიკურ უმცირესობებში - გამოწვევები და ბარიერები.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო ჩართულობისა და, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების შესახებ. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დაეხმარება მათ უკეთ დაინახონ საკუთარი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN ევროკავშირის დაფინანსებით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →