—

ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს

17
ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს
მოსასმენად დააჭირეთ

„ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია.

როგორც მან პროცესის გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, არაა იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა სასამართლო დარბაზში ერთი თვე გაგრძელდეს.

„ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი. ეს მიუღებელია ყველასთვის და ვფიქრობ, პირველ რიგში, ოჯახისთვის, დაცვის მხარისთვის და თავად მიხეილ სააკაშვილისთვის. როცა ვსაუბრობთ მის ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლოს დარბაზებში ერთი თვე გაგრძელდეს და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა უმძიმეს მდგომარეობაში. ჩემთვის ეს არის მიუღებელი. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის მყარი პოზიცია, დაცვის მხარის მყარი პოზიცია. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ხელი იმაში, რისი წადილიც აქვს - მაქსიმალურად დროში გაწელონ პროცესი. მესმის, რომ არის სხვადასხვა პროცესები, მაგრამ დღეს პრიორიტეტული არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდა და 14 დეკემბრისთვის გადაიდო.

(წყარო: ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →