—

ირაკლი კობახიძე- ომბუდსმენის გარდა ყველაფერი იყო

19
ირაკლი კობახიძე- ომბუდსმენის გარდა ყველაფერი იყო
მოსასმენად დააჭირეთ

ომბუდსმენის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია „სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო“.

ომბუდსმენის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია „სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლომჯარია „რეალურად, მთლიანად პოლიტიკაში იყო ჩართული“.

„განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. მისი ანგარიშები რომ ნახოთ, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერია, მისი დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო - ერეოდა საგარეო, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, ეს არ შეშვენის, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ახალი სახალხო დამცველის არჩევის მიმართულებით კონსენსუსის შესაძლებლობას, კობახიძე აცხადებს, რომ „შანსი არის“.

„ვნახოთ, გაგრძელდება კონსულტაციები და ამის მიხედვით ვნახავთ, რამდენად არის შესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კრიტერიუმები არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს ახალი სახალხო დამცველი“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს არც ერთი ჰქონდა, არც მეორე და არც მესამე“, რაც მისი შეფასებით, „ძალიან სამწუხაროა“.

ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დღეს, 8 დეკემბერს დაასრულა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →