—

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს

16
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს. მისი თქმით, თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი ჯერ ისევ ოკუპირებული რჩება.

"24 თებერვალს რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ომი დაიწყო.და ეს არის გადარჩენის ომი. ჩვენი ასობით ქალაქი და სოფელი უბრალოდ მთლიანად დაიწვა რუსული დარტყმების გამო.

ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1888 დასახლების ოკუპაციისგან გათავისუფლება. მაგრამ უკრაინის თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციის ქვეშ. და ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინის ბრძოლის ველზე მილიონობით ადამიანის ბედი წყდება. მილიონები, რომელთა გადარჩენა შესაძლებელია", - თქვა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, არ აქვთ უფლება უკრაინელი ხალხი დატოვონ რუსეთის ოკუპაციაში, ფილტრაციის ბანაკებში და რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასიათასობით უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის პოლიტიკა, არამედ ეს ცხოვრებაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →