—

შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში

15
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში
მოსასმენად დააჭირეთ

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ…

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ყველა თავს შეიკავებს ზედმეტი განცხადებებისგან და ზეწოლისგან სასამართლოზე.

„უპირველეს ყოვლისა საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებები სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით მიიღება. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს გადაწყვეტილებას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური ელემენტარული პრინციპი. ჩვენ ადრე ვხედავდით მცდელობებს ჩარევისა და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისგან სასამართლოზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციების დაანონსება ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად აცდენილია ინტერესს, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

„რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ამ აქციას წესით უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს. მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამიტომაცაა, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს ცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩანს სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს ფასი აქვს დაკარგული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →