—

გიორგი მუმლაძე - 9 დეკემბერს მაქსიმალურად სოლიდარულები და მობილიზებულები უნდა ვიყოთ

12
გიორგი მუმლაძე - 9 დეკემბერს მაქსიმალურად სოლიდარულები და მობილიზებულები უნდა ვიყოთ
მოსასმენად დააჭირეთ

თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩატოვებს, ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არ ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც…

თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩატოვებს, ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არ ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, თანხმდებიან, რომ „მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ მოაკვლევინებენ".

„9 დეკემბერს მაქსიმალურად სოლიდარულები და მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რათა მთელ ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ერთიანობა, რომ არ მოვაკვლევინებთ მესამე პრეზიდენტს. 9 დეკემბერი უნდა გახდეს პროცესების დაწყების ათვლის წერტილი. ჩვენ პარალელურად ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, ამის პარალელურად ვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას იმისთვის, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ და ჩატოვონ ციხეში, ამის შემდეგ უნდა გადაერთოს მთელი პარტია ბიძინა ივანიშვილის იძულების კამპანიაზე.

მე შევთავაზე, რომ ეს მოხდეს. თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ჩატოვებს ციხეში, ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არ ექნება. ეს იყო ჩემი პოზიცია.

პარტიის უმრავლესობაში ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ მოვაკვლევინებთ. ეს არის ჩვენი შეთანხმების მთავარი მიზანი. ვინ, როგორ და რანაირად შევძლებთ ამას, გამოაჩენს სასამართლო პროცესები. ეს პროცესი უნდა წარიმართოს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კოორდინირებით, ისე მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან კოორდინირებით“,- აღნიშნავს მუმლაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →