—

საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად - ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები თბილისს

24
საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად - ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები თბილისს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიმოხილვის მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოსაც.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყანა რიგ საკითხებში განვითარდა, წევრების კოოპერაცია უსაფრთხოების კუთხით კარგია, გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან, თუმცა საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ არაა თანხვედრაში მესამე ქვეყნების ჩამონათვალთან, რომელთა მოქალაქეებსაც სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამ კუთხით ქვეყანას 2021 წელს პროგრესი არ ჰქონია. კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2020 წლის ანალოგიურად, 2021 წელსაც ქართველების მიერ საზღვრის 30 არალეგალური გადაკვეთა დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2021 წელს იმ ქართველების რაოდენობამ, რომლებიც წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩნენ 13,000 შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 28%-ით მეტია, შესვლაზე უარი კი საქართველოს 3,105 მოქალაქეს ეთქვა, რაც 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.

ევროკავშირი საქართველოს რეკომენდაციებსაც აძლევს, რომელთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის სიასთან, რომელშიც გაწერილია ის მესამე ქვეყნები, რომლებიც სავიზო რეჟიმს ექვემდებარებიან. განსაკუთრებით კი ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების მაღალ რისკებს შეიცავენ ევროკავშირისთვის.

უნდა გაგრძელდეს თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განცხადებების განხილვა, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება შესაბამისი პროფილის მქონე მიგრანტებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც იმაზე მეტი ხნით რჩებიან ქვეყანაში, ვიდრე ამის უფლება ჰქონდათ მინიჭებული.

უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად, გარანტირებული იქნეს ანტიკორუფციული სამსახურების დამოუკიდებლობა, კოორდინაცია და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.

(წყარო: bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →