—

ნინო ზავრაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ბოლო 7 თვის განმავლობაში წონის კლება შეადგენს დაახლოებით 30%-ს - საქმე გვაქვს ანორექსიასთან

19
ნინო ზავრაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ბოლო 7 თვის განმავლობაში წონის კლება შეადგენს დაახლოებით 30%-ს - საქმე გვაქვს ანორექსიასთან
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს საკვებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ…

ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს საკვებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენდოკრინოლოგის განმარტებით, ბოლო 7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის წონა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

„სპეციფიკურ ენდოკრინოლოგიურ დაავადებასთან, ამ მომენტში, საქმე არ გვაქვს, მაგრამ საუბარია ზოგად სამედიცინო მდგომარეობის გაუარესებასთან, ნუტრიციული კუთხით ეს წონის მნიშვნელოვანი კლებაა.

ჩვენი ბოლო შეფასებიდან დღემდე, ანუ ბოლო 7 თვის განმავლობაში, წონის კლება შეადგენს დაახლოებით 30%-ს, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა. არსებულ დიაგნოზს - კახექსიას ვეთანხმები, რაც ჩვენ დასკვნაში არის ასახული. განისაზღვრება, როგორც კატაბოლური მდგომარეობა, რომელიც არის თანმხლები ძალიან ბევრი დაავადების შედეგი და, რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან გვაქვს საქმე.

საქმე გვაქვს შიმშილობასთან ან ანორექსიასთან. ჩემი პირადი შეფასებით და ჩვენი შეფასებით, აქ საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს ადეკვატურად [საკვებს]“, - აცხადებს ნინო ზავრაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →