—

საქართველო არ ჩაერთვება ომში და იქნება მშვიდობა - მდინარაძის პასუხი კასიანოვს

15
საქართველო არ ჩაერთვება ომში და იქნება მშვიდობა - მდინარაძის პასუხი კასიანოვს
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებები იმისთვის იყო გამიზნული, რომ ხელისუფლება დაზიანდეს. მისივე განცხადებით, "რაც შეეხება…

"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებები იმისთვის იყო გამიზნული, რომ ხელისუფლება დაზიანდეს. მისივე განცხადებით, "რაც შეეხება იმას, რომ სამხედრო კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს მხარედ, ამას საქართველო არ გააკეთებს, არ ჩაერთვება ომში და საქართველოში იქნება მშვიდობა". 

მისივე თქმით, სამხედრო დახმარებას უკრაინას ვერ და არ გაუწევენ, რადგან ეს მხარედ დაფიქსირება იქნება. მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდი წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს, მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას", - თქვა მდინარაძემ. 

მისი განცხადებით, საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას და 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი და თანაავტორია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →