—

მარნეულში ახალგაზრდებს შორის საჯარო დებატები გაიმართა

20
მარნეულში ახალგაზრდებს შორის საჯარო დებატები გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წლის 4 დეკემბერს, “მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა საჯარო დებატები მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის. დებატებში მონაწილოება მიიღო ოთხმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. ყველა მონაწილეს პროექტის…

2022 წლის 4 დეკემბერს, “მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა საჯარო დებატები მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის. დებატებში მონაწილოება მიიღო ოთხმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. ყველა მონაწილეს პროექტის ორგანიზატორებისგან გადაეცათ სერტიფიკატები.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ანტონ ქელბაქიანი (PFP-ს გამგეობის თავმჯდომარე), ნილუფერ კურბანოვა (მასწავლებელი, CENN ფერმერთა მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითრების კოორდინატორი); ადილ ალიევი (მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი), არიზ დაშდემირლი (მასწავლებელი, „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი) და ნაშირ ორდუხანოვი (CEAC-ის წევრი, პროექტის კოორდინატორი). გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ ბიბლუსის 200 ლარიანი ვაუჩერები. გარდა ამისა, მონაწილეთა შორის, ჟიურიმ ასევე გამოარჩია საუკეთესო სპიკერი და მასაც გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი.

პროექტი - “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის ხორციელდება “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)” ფარგლებში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →