—

სახალხო დამცველმა და სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

25
სახალხო დამცველმა და სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ს მოსანახულებლად იმყოფებოდა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

ნინო ლომჯარიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმაც მოინახულეს.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია რთული და მძიმეა, ამ დინამიკით კი რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება.

"რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა, ვუთხარი რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო ექიმებმა გაატარეს მასთან და ვფიქრობ, სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს.

თუ არ ვცდები, მომდევნო კვირაში ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მანამდე მოგვიწევს მომზადება და ამიტომ გახდა საჭირო ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავის თვალით ენახათ და შეეფასებინათ, ეს იყო დღევანდელი მოსვლის მიზეზი.

პირველივე დღიდან მისი პატიმრობისა ჩვენ ჩართულები ვართ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველი ამ მიმართულებით",- აღნიშნავს ლომჯარია.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →