—

„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

25
„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
მოსასმენად დააჭირეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დეკემბერში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე, თბილისში…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დეკემბერში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე, თბილისში მიმდინარე დღეებში ნისლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება.

„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება. ზოგადად კი, ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში კლიმატურ ნორმასთან შედარებით ნაკლებია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დეკემბრის თვეში, შესაძლოა ,17-20 გრადუსამდე მოიმატოს.

აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია და ცალკეულ დღეებში შეიძლება 16 გრადუსამდე მოიმატოს. ღამის საათებში, შესაძლოა უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

(წყარო: primetime.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →