—

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

15
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის  მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის მეგობრობის ჯგუფთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია და ეს არის…

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის მეგობრობის ჯგუფთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია და ეს არის სწორედ მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა საქართველოს პროგრესისა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანული მხრისგან გამოითქვა მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი და მომავალი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური.

„ბევრისგან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო შეცდომა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები. რაც შეეხება გადაწყვეტილების პოლიტიკურ ნაწილს, ვფიქრობ, რომ შემდეგში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →