—

აზერბაიჯანის დელეგაცია №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურასა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო

21
აზერბაიჯანის დელეგაცია №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურასა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრათ მამადოვი დელეგაციის წევრებთან ერთად №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას ეწვია.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა; გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებს; მოინახულეს სასწავლო აუდიტორიები, მათ შორის, დაწესებულებაში მოქმედი „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში გამოყოფილი სასწავლო სივრცე, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი.

„დელეგაციის წევრები დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ სამკერვალოს, ხისა და ტყავის საამქროებსაც ეწვივნენ, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული.

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი პირადად გაესაუბრა მსჯავრდებულებს, მათ შორის, დაწესებულებაში მყოფ აზერბაიჯანელ პატიმარს.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

(წყარო: პირველი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →