—

მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება

14
მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ. ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების და უკვე არსებულის სრული რეაბილიტაციის მიზნით 200 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ტურიზმის დარგისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა ქვეყნის ეკონომიკაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხდა, შედეგად კი ქვეყანა მიიღებს ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ახალ ტურისტულ პროდუქტებს.

„პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →