—

"გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან" - არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

18
"გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან" - არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება და ამბობს რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ის ნელი სიკვდილით მოკლას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება და ამბობს რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ის ნელი სიკვდილით მოკლას.

არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით, ფატალური შედეგი დადგება.

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები. სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ",- ამბობს არესტოვიჩი ფეიგინის ლაივის ეთერში საუბრისას. 

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →