—

უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის - მალხაზ დოლიძე

12
უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის - მალხაზ დოლიძე
მოსასმენად დააჭირეთ

"პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მომავალი ორი თვის განმავლობაში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რაც ფქვილის ფასის სტაბილურობით არის განპირობებული.

"პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მომავალი ორი თვის განმავლობაში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რაც ფქვილის ფასის სტაბილურობით არის განპირობებული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი პურს აქვს.

„რომ იძახიან ხოლმე აუწიე, დაუწიე - არასერიოზულია. კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი მაინც პურს აქვს. მასობრივი მოხმარების პურის ღირებულება 1-ნახევარი 2 ლარის ფარგლებშია და ამაზე მეტი არ არის, ვერავინ მეტყვის. ჩვენთან საქართველოში რომ პურპროდუქტებზე დაბალი ფასებია, ასეთი არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც რუსეთშია,“ - აღნიშნავს დოლიძე.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის მარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას - როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, ხორბალზე საექსპორტო საბაჟო გადასახადმა უმნიშვნელოდ მოიმატა, თუმცა მომავალი კვირების განმავლობაში ბაჟის მატებას არ ელოდებიან, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სტაბილური სიტუაციაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ფქვილზე სტაბილური ფასები ნარჩუნდება და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი 70 ლარზე ნაკლებ ფასად მიეწოდება.

(წყარო: bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →