—

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს

21
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ…

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანების, ვინც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს, მთავარი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობაა.

„ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს დასკვნები. სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. მე იმედი მაქვს, რომ ამას პრეზიდენტი არ გააკეთებს,“ - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებს და ერთადერთი რაზეც ისინი ფიქრობენ, სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყნის არევაა.

„როდესაც კონკრეტული ადამიანები ვითომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დარდობენ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოიყვანეს და რომლებიც სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს.

„საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება პოლიტიკური იყოს და როდესაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე კანონისა და სამართლის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →