—

ალეკო ელისაშვილი - ღმერთო, კარგად ამყოფე, ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

18
ალეკო ელისაშვილი - ღმერთო, კარგად ამყოფე, ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა…

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.

„ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს, ღმერთო კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი.
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არცერთი პატიმრის და მით უმეტეს სააკაშვილის, რომელიც პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდა ის ჩამოიყვანონ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ნორმალური. ცოტას, რა თქმა უნდა, ადვოკატები აბუქებენ, მაგრამ საღ-სალამათი რომ იყოს, არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერც მოიგონებს ამას.

კლინიკის განცხადება ყველაზე საგანგაშო იყო, რაც კი აქამდე მოგვისმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მიხეილ სააკაშვილი თავად მოინახულოს.

„მე პირადად არ მინახავს სააკაშვილი, მაგრამ იმდენი რაღაც მესმის, რომ არ გამოვრიცხავ, ჩემი თვალით ვნახო, რეალურად როგორ მდგომარეობაშია სააკაშვილი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →