—

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ

16
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას, თქვენ კი - ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

“ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც და აუცილებლობაც. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და როგორც ჩანს, იქ არის პრობლემები, ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი და გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქ ორკესტრირებულად გამომსვლელი ყველა დეპუტატი ცდილობს სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არის განმასხვავებელი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას და უზრუნველყოფას, თქვენ ცდილობთ ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული განმასხვავებელი ჩვენს შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(წყარო: ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →