—

მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე

124
მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით…

ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთიანობა.

„ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ერთიანობის სულისკვეთება, რათა ევროპის ახალი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივის გაცოცხლება. ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაზე. და ეს რეგიონი ვერ იქნება მთლიანი ჩემი ქვეყნის – თურქეთის გარეშე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

(წყარო:  პირველი არხი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →