—

მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“

46
მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ…

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.

ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანა 6 თვეში 100 000 ადამიანმა დატოვა და „საინტერესოა, რატომ არ საქმდებიან” ისინი „ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან”?

„ქართული ანდაზა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ტყუილი პირველი: 2021 ერთ სულ მოსახლეზე GDP იყო $ 5,015. პრემიერმა დღეს გვახარა, რომ ის $7,500 გახდება, ეს ნიშნავს ეკონომიკის 40% ზრდა გვქონია ან გვექნება,რაც დაუჯერებელია და არ არის სიმართლე.

ტყუილი მეორე: 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენითო განაცხადა ასევე პრემიერმა, რასაც დასჭირდებოდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში... ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო, სადაც საშუალოდ 50 ადამიანი მაინც დასაქმდებოდა... დაუჯერებელი ამბავია, სასაცილოც კი!

გავითვალისწინოთ ისიც რომ ქვეყანა 6 თვეში 100 000 ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ დატოვა. საინტერესოა რატომ არ საქმდებიან ეს ადამიანები ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან?

ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებს ამ საკითხებზე!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →