—

იანვრიდან დეკრეტული შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება - პრემიერი

6
 იანვრიდან დეკრეტული შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება - პრემიერი
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნოიშნა, მომავალი წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია თანხები დეკრეტული…

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნოიშნა, მომავალი წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია თანხები დეკრეტული შვებულების დახმარების გაორმაგებისთვის. 

"ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. ჩვენ მანამდე, გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამათან, პრემიერ-მინისტრის თქმით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება.

(წყარო: რუსთავი 2)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →