—

ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს

6
ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს.

ორგანიზაციაში ოპერაციას უპრეცედენტოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, 8 ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასა და უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებულ მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა.

სპეცოპერაცია ჩატარდა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის, ასევე ჩეხეთის, ლატვიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ესპანეთის და აშშ-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ევროჯასთისა და ევროპოლის კოორდინაციით.

(წყარო: Primetime.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →