—

არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება - ზურაბიშვილი

13
არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება - ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით…

ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარია მართლმსაჯულების რეფორმა და მისი ბოლომდე მიყვანა. სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების სიძლიერე.

"ჩვენ მართლაც ვიყავით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ცოტაც ჩამოვრჩით, ასევე ჩვენი ბრალით, ერთობლივი ბრალით. 12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა, ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი და მთავარი არის რატომ, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. სხვა გზა არ არსებობს, ამიდან გამომდინარეობს მერე ყველაფერი დანარჩენი, ადამიანის უფლების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის ან არ-აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი [ოპოზიცია] მხარდაჭერა, იმ დროს, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდე ვეტო. უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ...ეს კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი.ჩვენ ეს არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება", - თქვა ზურაბიშვილმა.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →