—

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მინისტრთა ერთობლივი სხდომა იმართება,

99
ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მინისტრთა ერთობლივი სხდომა იმართება,
მოსასმენად დააჭირეთ

ერევანში დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი სხდომა იმართება.

შეხვედრაზე განიხილება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია.

როგორც სომხური მედია წერს, დაგეგმილია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებისა და იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის საკითხებს შეეხება.

უშიშროების საბჭოს მდივნები კი, გამოვლენ ნაციზმის, ნეონაციზმის, ექსტრემიზმის, შოვინიზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმის დაგმობის შესახებ განცხადებით.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

დღესვე, ერევანში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →