—

დეკემბრიდან „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების საკომისიო იცვლება

3
დეკემბრიდან „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების საკომისიო იცვლება
მოსასმენად დააჭირეთ

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, “საქართველოს ბანკისა” და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის…

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაზე და ცდილობს, მათ ყოველთვის ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, “საქართველოს ბანკისა” და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროდუქტის, „ინვესტიციების“ საკომისიო გადასახადები 1-ელი დეკემბრიდან იცვლება და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ყიდვის დროს საკომისიო ტრანზაქციის 0.3% (მინიმუმ $0.5; მაქს. $10) იქნება. მაგალითად, მომხმარებელი, Tesla-ს $200-ის ღირებულების აქციის შეძენისას საკომისიოს $0.6-ს გადაიხდის.

რაც შეეხება ყოველთვიურ საკომისიოს, მათივე ცნობით, $2-ის ნაცვლად, $5000-მდე პორტფელზე $0.5 იქნება, უფრო დიდი ზომის პორტფელზე კი მომხმარებელი აქტივების 0.01%-ს გადაიხდის. SOLO და Wealth Management -ის მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიო შესთავაზოს და ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და სხვა. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი, მსოფლიოში მილიონობით ინვესტორს შეუერთდეს და დაიწყოს აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება, რადგან დღესდღეობით ეს პროცესი საკმაოდ ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. რაც მთავარია ინვესტირებას მობილბანკის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა ადამიანებს ფულის შენახვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ“, - განაცხადა Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →