—

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მიღებამდე ვენეციის კომისიაში გააგზავნოს

12
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მიღებამდე ვენეციის კომისიაში გააგზავნოს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მიღებამდე ვენეციის კომისიაში გააგზავნოს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია, აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო პარტია იმ დასკვნას დაელოდება, რომელსაც ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს.

„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე დასკვნა გაცემული იქნება.

„ფაქტობრივად, იდენტური ტექსტია - როგორც ქართული, ასევე უკრაინული ვარიანტი. ვენეციის კომისიიდან ჯერ არ მოსულა პასუხი ამ კანონპროექტზეა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ რა შეფასებას მიიღებს უკრაინული ვარიანტი. თუკი მასთან დაკავშირებით იქნება შენიშვნები და რეკომენდაციები, ჩვენ შევძლებთ, ანალოგიურად გამოვიყენოთ ჩვენს შემთხვევაში. კარგი იქნება, თუ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას უკრაინულ ვარიანტთან დაკავშირებით, რადგან ეს, ფაქტობრივად, იქნება იმის იდენტური, რაც ქართული ვარიანტის შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →