—

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილზე - არ ვიცი, რა პირით უნდა მივიდნენ ამომრჩეველთან, რომელსაც დღემდე ატყუებენ

84
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილზე - არ ვიცი, რა პირით უნდა მივიდნენ ამომრჩეველთან, რომელსაც დღემდე ატყუებენ
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას გაემიჯნა, რითაც…

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას გაემიჯნა, რითაც არჩევნებში მონაწილების უფლება დაკარგა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, სავარაუდოდ, მათ ასე მოექცევათ საკუთარი ამომრჩეველი არჩევნებზე, რომელიც თავდაპირველად იტყვის, რომ მათ მხარს უჭერს, თუმცა, რეალურად, ხმას არ მისცემს.

„ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე ვმუშაობდით და შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული. 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდება ახალი კონსტიტუციური დათქმისა და ნორმების შესაბამისად. ჩვენ ორდღიანი სამუშაო საკმაოდ რთული, შრომატევადი გვქონდა, თუმცა, გაგვიადვილა იმან, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველა ნორმასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაო ჩატარდა, რისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩართულ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თუნდაც იმ ოპონენტებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი გაემიჯნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას და ამით უკვე იმასაც კი დაუსვეს წერტილი, რომ რაიმე პოზიტიურ პროცესში მონაწილეობენ, არათუ მხოლოდ კონსტიტუციას დაუპირისპირდნენ ისინი, ისინი დაუპირისპირდნენ საარჩევნო კოდექსაც და აბსოლუტურად დაკარგეს მორალური უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე საერთოდ წარდგნენ. რა თქმა უნდა, ამას ისინი გააკეთებენ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით, რა პირით უნდა მივიდნენ ამომრჩეველთან, რომელსაც დღემდე ატყუებენ, რომ კონსტიტუციას კი უჭერდნენ მხარს, მაგრამ ხმას არ აძლევდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას კი უჭერდნენ მხარს, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ალბათ ასე მოიქცევა მათი ამომრჩეველიც, რომელიც მიხვდება, რომ ასეთი ტყუილისა და შეურაცხყოფის ღირსი არ არის. ისინიც იტყვიან, რომ მათ მხარს დაუჭერენ, თუმცა ხმას არ მისცემენ და ბოლოს, საერთოდ გაბანკნოტდებიან, როგორც ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, განსაკუთრებით კი, რეიტინგებზე აისახება ხოლმე ეს ყველაფერი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →