—

ნიკა მელიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეზოლუციების კასკადი ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქატი მთავარი დაბრკოლებაა ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე

13
ნიკა მელიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეზოლუციების კასკადი ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქატი მთავარი დაბრკოლებაა ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმზე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეზოლუციების კასკადი ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქატი მთავარი დაბრკოლებაა…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმზე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეზოლუციების კასკადი ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქატი მთავარი დაბრკოლებაა ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა თუ რა მოლოდინი აქვს მას „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციის შემდეგ და რამდენად შეიძლება, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს, ხელსიუფლებამ კი ის მითითებები გაითვალისწინოს რაც დოკუმენტშია.

„ვინაიდან პრობლემა იდენტიფიცირებულია დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში, ისინი იძულებულნი არიან, რომ მძიმე პოლიტიკური დოკუმენტები გამოსცენ რეზოლუციების სახით, რაც თავისთავად უკვალოდ ვერ ჩაივლის იმდენად რამდენდაც მათ აქვთ ძალიან კარგად დანახული მთავარი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოლიგარქატს, მაგრამ ამავე დროს გრძნობენ, ხედავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის ოლიგარქი ივანიშვილის მიზნები და ამოცანები“, - აღნიშნა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმითვე, არავის უხარია, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე საუბარია დასანქცირებაზე, უკუსვლაზე და პოლიტპატიმების გათავისუფლების ვალდებულებაზეა საუბარი.

„თუკი მანამდე ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა დასავლეთში წინააღმდეგობრივი რეპუტაციით და ამით გადიოდა იგი ფონს, დღეს არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და შემთხვევით არ ხდება და ეს არავის არ გვიხარია, როდესაც ამ საერთაშორისო ფორუმებზე საუბარია დასანქცირებაზე, უკუსვლაზე“, - განაცხადა მელიამ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, წესით და რიგით, მსგავსი საერთაშორისო ფორუმები გამოყენებულ უნდა ყოფილიყო, სრულიად სხვა რეზოლუციების მისღებად და უნდა ყოფილიყო „ზურგის ქარის ფუნქციის შემსრულებელი ქართველი ხალხისთვის ამ გზაზე, რასაც დასავლური ოჯახის პოტენციური წევრობა ჰქვია“.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →