—

ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ატყუებს ხალხს, თითქოს სასწაული მოხდება და რაღაც დაინგრევა

15
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ატყუებს ხალხს, თითქოს სასწაული მოხდება და რაღაც დაინგრევა
მოსასმენად დააჭირეთ

კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული. მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და მათ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა…


კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული. მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და მათ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ღარიბაშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღებას სჭირდება „მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი“. ოპოზიციაზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ისინი „ატყუებენ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. ოპოზიციას მინდა მივმართო - ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი? 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ და გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აგიხსნათ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი, რომლის შემდეგაც იწყება სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი - რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →