—

ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია მზად არის ხელი მოაწეროს ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას

12
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია მზად არის ხელი მოაწეროს ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმას გავაკეთებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმას გავაკეთებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რადიკალურ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიდი განსხვავებაა.

„რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან კიდევ ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, ჩვენსა და რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის უცხოა, ეს ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმას გავაკეთებთ. ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორეო, მიუღებელია, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. არასდროს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი თუ მოქმედი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ წევრებს, თუ ყოფილ წევრებს, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს? პირიქით, ემსახურებიან მტრულად განწყობილ ადამიანთა ჯგუფების ინტერესებს. „ომის პარტია“ შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას. მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, მზად იყვნენ და არიან ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →