—

მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას 20 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს

13
მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას 20 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოდ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო.

მოგმართავთ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი.

კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედიეს კაცია გადასარჩენი. და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება?!

დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.

დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით,არ დავუშვათ,რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ.მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ, სამწუხაროდ.

თხოვნაა - 20 რიცხვში 14 საათზე მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!!!!!!!

უფალი იყოს მისი მფარველი.

მიშა უნდა გადარჩეს!!!!!“ - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →