—

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მიერ საბავშვო ბაღის მოთხოვნით რეგისტრირებულ პეტიციას გამოეხმაურა

10
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მიერ საბავშვო ბაღის მოთხოვნით რეგისტრირებულ პეტიციას გამოეხმაურა
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარვაზში საბავშვო ბაღის მოთხოვნით 652 მოქალაქის ხელმოწერით აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ რეგისტრირებულ პეტიციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზეა აღნიშნული.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების მიერ 15 ნოემბერს  შემოტანილ პეტიციას, რომელიც სოფელ დარბაზში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნას ეხება.

  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები იჩენენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და აქტიურად ცდილობენ მათი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას. 

ცენტრალური მთვრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის   სკოლამდელი აღზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული და დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია უახლოეს   წლებში იგეგმება. 

ამ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დაზუსტდა  იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც ახალი ბაღები აშენდება და უკვე არსებული შენობების  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია   განხორციელდება. 

 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება:
➡️ დაბა კაზრეთში
➡️  ნახიდურიში 
➡️  ტალავერში
➡️  მამხუტში 
➡️  რაჭისუბანში
➡️ დარბაზში

უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში:
➡️ ქვემო ბოლნისი
➡️ ტანძია
➡️  ქვეში 

ახალი და რეაბილიტირებული ბაღებით მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც ისარგებლებენ. 
საჭიროებიდან გამომდინარე, ბაღების მშენებლობის პროცესი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება",-აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების თქმით ეს პროცესი განსაკუთრებულ პერსპექტივას მოუტანს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →