—

ნიკა მელია - ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში

12
ნიკა მელია - ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

„ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რეზოლუცია, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, იქნება მკაცრი და "ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას…

„ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რეზოლუცია, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, იქნება მკაცრი და "ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას ზუსტად გადაიტანს დოკუმენტში".

"ვიმყოფები ლისაბონში, ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე. ენმ არის ამ პოლიტიკური ოჯახია წევრი.

აქ, ევროპაში, ყოველდღე, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი აღნიშნავს ერთის მხრივ იმ უკუსვლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთხმად აღნიშნავენ იმ ნებასა და მისწრაფებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ხვალ, დღის ბოლოს ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში.
ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც ვიმედოვნებ, აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაადასტურებს დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ"- აღნიშნა მელიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →