—

შალვა პაპუაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

14
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე, აგრეთვე, ხალხებს შორის მტკიცე კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირები.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. დეტალურად მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

აგრეთვე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტების საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებისა და დიალოგის ხელშეწყობის გაგრძელების მზაობა.

შეხვედრაში ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის და საქართველოს პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →