—

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტიას ტოვებს

15
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტიას ტოვებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტიას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ დათუკიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტიას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ დათუკიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ის პარტიასთან ერთად ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს, ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას, ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.

დათუკიშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ისეთი პირი დასახელდა, „რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, განათლების დეფიციტი და კიდევ უამრავი თვისება“ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი „ფეისბუქსტატუსი“ მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად: ვტოვებ პარტია ენმ-ს, ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.
დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია, მატერიალურ-ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი,(ჩემთვის ორივე კატასტროფაა) მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი, ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას - ვინ დაწერს 2024-ის სიებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე“, - წერს დათუკიშვილი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →