—

იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა

15
იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის…

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, თვის ბოლოს ჩვენ გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ და განვიხილოთ როგორ გავზარდოთ და შევინარჩუნოთ უკრაინისადმი დახმარება.

ეს ასევე შესაძლებლობა იქნება შევაფასოთ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება და ასევე შევხვდეთ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომს ვხედავთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლოს ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, და ეს, რა თქმა უნდა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი იქნება”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →