—

წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს

10
წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს
მოსასმენად დააჭირეთ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, ქვემო ქართლის რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

„ამ ეტაპზე, ქ. ბოლნისში აზიის ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია:

• ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება;

• ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა.

• ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →