—

მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს

13
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს, ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე…

ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს, ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც პარტიის თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება.

„მე მგონია, რომ ცოტა ზედმეტ რეკლამას და პიარსაც ვუკეთებთ მათ, თვითონ როგორც ფუთავენ თავიანთი პარტიის გადახალისებას. გადახალისება კი არა, ერთმანეთის დაჭმა მიდის, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს, ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ, ამ ქვეყანაში ვინ მოახდენს უკეთესად რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ვინ უკეთესად დააზიანებს საკუთარ ქვეყანას. ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ძირითადად მაინც გავლენებზე არის საუბარი და იმაზე, ვინ დახარჯავს მათ მიერ ნაშოვნ, თავის დროზე ქვეყნის ძარცვით ნაშოვნ ფულს.

ჩვენი მხრიდან ბევრჯერ ითქვა - არ გამოუვიდათ ქვეყნის დანგრევა და დაანგრიეს საკუთარი გუნდი. ახლა, რაღაც საინტერესო მიდის გარედან. ყოველ შემთხვევაში მე მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მათ რა ბუნებაც აქვთ ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში, თავი ვერ შეიკავეს და ამ ბუნების გამომჟღავნებაში უკვე ერთმანეთზე გადავიდნენ“,- აცხადებს მდინარაძე.

მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ცენტრი „ემპათია“ აპირებს მოითხოვოს, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება.

„ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილთან პირველად რომ შევიდა, იმის მერე დასკვნას დებენ და რით ვერ დადეს ეს დასკვნა? ან რამდენი პარასკევი გავიდა? ეს ადამიანი დიდი ხანია ციხეში ზის, ბევრი თვეა და იმის შემდეგ, ხან ვიღაცა ჩამოდის, ის ექსპერტი, ასეთი ავტორიტეტული, ისეთი ავტორიტეტული, „ემპათია“, ეს ექიმი, ცუდად არის... ამდენი ხანი კონკრეტული დიაგნოზი ვერავინ დადო, რა ხდება. მაგალითად, ექვსი თვის წინ რომ პანიკა იყო ატეხილი, კვდება ეს ადამიანი, დიაგნოზია უმძიმესიო, რომელიმემ მითხარით, თუ გახსოვთ, რა დიაგნოზი იყო? რამე დიაგნოზი გახსენდებათ? იცით, რატომ არ გახსენდებათ, იმიტომ, რომ სულ „ფეიკია“. ეს ჩემი წარმოდგენაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →