—

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ

10
საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი საზარელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი პოლიციამ ანტალიაში დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა…

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი საზარელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი პოლიციამ ანტალიაში დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადმოაგდეს ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან. შემზარავი დანაშაული სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

საქმე იმდენად შოკის მომგვრელი და სენსიტიურია, რომ პროკურატურა დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ფაქტს აქტიურად აშუქებს თურქული მედია.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ მოზარდი, სავარაუდოდ, თავადაც ძალადობის მსხვერპლია.

გამოძიების კვალმა სამართალდამცველები ამავე კორპუსში მცხოვრებ ოჯახთან მიიყვანა. 60 წლამდე ცოლ-ქმარი იქ 15 წლის ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მოზარდი და მისი მშობლები ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლომ სამივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. გავრცელდა ფრაგმენტი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის ქართველი მოზარდის ჩვენებიდან.

ანტალიაში დაკავებულ მოზარდს ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ჯერ უცნობია, რა მუხლით წარუდგინეს ბრალი გოგონას მშობლებს. ანტალიის პროკურატურა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ვერსიასაც იძიებს.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →