—

გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიამ, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა - ის მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნის

10
გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიამ, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა - ის მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნის
მოსასმენად დააჭირეთ

მისი გუნდი ვერ შეიქმნა, მან, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა, მისი მიყვანილი ხალხი დაიფანტა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის…

მისი გუნდი ვერ შეიქმნა, მან, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა, მისი მიყვანილი ხალხი დაიფანტა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ამჟამინდელ პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მუმლაძის თქმით, ნიკა მელიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ "არასწორი ხალხი" მიიყვანა.

„ხალხის მიერ არჩეული კი არ იყვნენ, ვიღაცაზე გაიგო, რომ ეს კარგი ტიპია, ესეც კარგი ტიპია და ასე მოაგროვა და დასვა იქ, მაგრამ მე მივიყვან ხალხს, რომელსაც აქვს გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის და ხალხის არჩეულებიც არიან. მთავარი რასაც ვთავაზობ არის ის, რომ ცვლილებები იქნება“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია „ქართული ოცნებისთვისაა“ კარგი თავმჯდომარე, რადგან მათ დისკომფორტს არ უქმნის.

„მარტივ რაღაცას გეტყვით, პარტია რეიტინგით არის მეორე ადგილზე, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის მოწონების რეიტინგი არის მე-15 და მას უსწრებენ 1%-იანი პარტიების თავმჯდომარეები და ლიდერები. ეს არის ნონსენსი, ლიდერის თვისებები, ბრძოლისუნარიანობა და მოქმედებები პარტიის რეიტინგს უნდა წაადგეს და გაქაჩოს და არა პირიქით, რომ პარტია მიათრევდეს ლიდერს რეიტინგში.
ადამიანი, რომელიც ყველა არჩევნებს აგებს და მერე იძახის წამართვეს არჩევნები, მომპარესო და ამ არჩევნების დასაცავად არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ განცხადებები გააკეთოს, ეს ადამიანი არის არასანდო და ხაზს ვუსვამ, ნიკა მელია ამ ქმედებებით არის მისაღები და კარგი თავმჯდომარე „ქართული ოცნებისთვის“, რადგან არ უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →