—

თურქეთში აცხადებენ, რომ სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი იყო გამოყენებული

65
თურქეთში აცხადებენ, რომ სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი იყო გამოყენებული
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. ამის შესახებ სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სოილუს ინფორმაციით, ტერაქტის უშუალო შემსრულებლემა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.

მისივე ინფორმაციით, ის თურქეთში სირიის ქალაქ აფრინიდან ჩავიდა არალეგალური გზით.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებული 46 ეჭვმიტანილი.

„მათ შორის იყო ტერორისტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერაქტის შემსრულებლის ლიკვიდაცია. ის რომ არ დაგვეკავებინა, უკვე დღეს გაიქცეოდა საბრძნეთში“, – განაცხადა სოილუმ.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს მიერ სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

„ჩვენ არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოილუმ.

სტამბოლში ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 81 მოქალაქე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →