—

ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია

74
ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია
მოსასმენად დააჭირეთ

ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია…

ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ლიტვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ბერისლავი მთლიანად დეოკუპირებულია.

„ბერისლავის 11-ვე ტერიტორიული თემში უკრაინის დროშა ფრიალებს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა.

მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის ქალაქ ბერისლავში, სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება.

„ახლახან გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის თავად ქალაქ ბერისლავში, გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 35 ათასია, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროისთვის კი - 96 ათასი იყო“, - განაცხადა ლიტვინოვმა.

მისი თქმით, მტერი აგრძელებს დეოკუპირებული ბერისლავის დაბომბვას აგრძელებს, ამიტომ უკიდურესად რთულია ტერიტორიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაღმებისგან გაწმენდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →